დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ

დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ.

შესაბამისი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა გააკეთეს.

“ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, უკრაინას გადავცეთ Leopard 2-ის 14 ტანკი. ეს ძალიან სერიოზული დახმარებაა. ამის პარალელურად, უკრაინას გადაეცემა Leopard 1-ის 100-მდე ტანკი”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა.

თავდაცვის მინისტრის ცნობით, ტანკები უკრაინაში რამდენიმე თვეში ჩავა.

მისივე თქმით, დანია ცდილობს, რომ უკრაინას, სულ მცირე, Leopard 1-ის 80 ტანკი 2023 წლის ბოლომდე მიაწოდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები