“ნატოში უკრაინის შესვლა ახალ საფრთხეს შექმნის” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნატოში უკრაინის შესვლა რუსეთისთვის ახალ საფრთხეს შექმნის.

“ნატოში უკრაინის შესვლა რუსეთისთვის ახალ არსებით საფრთხეს შექმნიდა. ნაწილობრივ, ამიტომაც დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – თქვა მან.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ის შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები