Al-Jazeera: სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 198-მდე გაიზარდა

სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 198-მდე გაიზარდა, 1207 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al-Jazeera სუდანის ექიმთა კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე, გაეროს მონაცემებიდან ცნობილი იყო 185 დაღუპულის და 1,8 ათასი დაშავებულის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ რიცხვები შესაძლოა, რეალობას არ ასახავდეს, რადგან შეიარაღებულ ძალებსა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები ისევ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები