რუსეთმა ირანული დრონების ახალი პარტია მიიღო, აღნიშნულზე მიანიშნებს ოდესაზე მიტანილი იერიში, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების “იუგის” გაერთიანებული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა.
მისი თქმით, რუსი სამხედროები ინარჩუნებდნენ “გარკვეულ პაუზას” და უკრაინაზე თავდასხმისთვის დრონებს არ იყენებდნენ.
19 აპრილს ოდესაზე თავდასხმისთვის გამოიყენებულ დრონებზე, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი მარკირება აღმოაჩინა.
გუმენიუკი დარწმუნებულია, რომ ახლა, როდესაც რუსებმა ახალი პარტია მიიღეს, თავდასხმები გახშირდება.
მისი თქმით, რუსული არმიის მთავარი მიზანი არა მხოლოდ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენაა, არამედ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ძიებაა.