ოკუპირებული აფხაზეთის ახალი ე.წ. ომბუდსმენი ანა ქიშმარია გახდა
ოკუპირებული აფხაზეთის ახალი ე.წ. ომბუდსმენი ანა ქიშმარია გახდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქიშმარია განათლებით ფსიქოლოგია.
მან 2008 წელს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
2008 წლიდან – აფხაზეთის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, 2016 წლიდან – სოხუმის “ალაშარას” სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობდა.
სხვადასხვა წლებში დე ფაქტო პრეზიდენტთან არსებული თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სპეციალისტი იყო.
2018 წლის მარტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახალხო დამცველის პოსტს ასიდა შაკრილი იკავებდა.