“უკრაინაში კორეის ომის დროინდელ ტანკებს აგზავნიან, ფხენიანში კი მეორე მსოფლიო ომის დროინდელს გაგზავნიან ” – კიევმა მედვედევის მუქარას უპასუხა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მუქარას გამოეხმაურა, რომელიც სამხრეთ კორეის მისამართით გაკეთდა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ სეულმა შესაძლოა, გადახედოს თავის პოზიციას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმები მოხდა.

ამის საპასუხოდ, მედვედევმა დაწერა, რომ “საინტერესოა, რას იტყვის სამხრეთ კორეის მოსახლეობა, როდესაც ნახავს რუსული იარაღის თანამედროვე ნიმუშებს უახლოეს მეზობელთან – ჩვენს პარტნიორებთან ჩრდილოეთ კორეაში?“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის გვერდზე კი ნათქვამია, რომ “დღეს მატარებლები რუსეთიდან უკრაინაში კორეის ომის დროინდელ T-54 ტანკებს ატარებენ, ხოლო ხვალ ფხენიანში მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა ტანკებს – Т-34-ს ჩაიტანენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები