ზელენსკი: უკრაინას უკვე აქვს ცის დაცვისთვის სერიოზული იარაღი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთის თავდასხმებისგან თავი მაქსიმალურად დაიცვას.

ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა.

“საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა იარაღი ცის დაცვისთვის ჩვენ უკვე გვაქვს, აქ – უკრაინაში ძალიან სერიოზული იარაღია. თუმცა, უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება კიდევ უფრო მძლავრი იარაღიც. ასევე, მადლობა ყველა სამხედროს, ვინც უზრუნველყოფს იმ იარაღის ეფექტურ გამოყენებას, რომელიც სახელმწიფოს გამოუჩნდა”, – თქვა ზელენსკიმ.

მან აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერის მორიგი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა, რომლის ფარგლებშიც კიევი ​HIMARS-ებს და საავიაციო საბრძოლო მასალას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები