ჯონ კენედის ძმისშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ამერიკელმა ადვოკატმა, რობერტ კენედი-უმცროსმა, რომელიც აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილია, 2024 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე განაცხადი შეიტანა.
შესაბამისი განცხადება მან ბოსტონში გააკეთა.
კენედიმ ისაუბრა სასტუმრო Boston Park Plaza-ში, ამერიკული დროშების გარშემო, ასევე პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიის ბანერების ფონზე. ღონისძიებას 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კენედის ოჯახი, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ძმისშვილის ნაცვლად, არჩევნებში ჯო ბაიდენს დაუჭერს მხარს.