ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინის მხარდაჭერა ერთადერთი გზაა, თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მეტი პრობლემა იქნება

Tisková konference po jednání Českého prezidenta Petra Pavla a generálního tajemníka NATO Jensen Stoltenberg. 19. dubna 2023, Brusel.

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკა და მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადყოფნაშია, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში ომის დასრულების, ომის შემდგომი რეკონსტრუქციისა და ნატოს წევრობის გზაზე.

აღნიშნული განცხადება ჩეხეთის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ ყველას გვესმის, რომ სხვა გზა არ არსებობს, გარდა უკრაინის მხარდაჭერისა. ალტერნატივა რუსეთის წარმატებაა, რაც ჩვენთვის გაცილებით მეტ პრობლემას ნიშნავს და, შესაძლოა, უფრო სერიოზულსაც, ვიდრე დღეს გვაქვს“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პაველს, როგორც ნატოს მხარდამჭერს და ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას ტანკები, ვერტმფრენები და საზენიტო სისტემები.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ალიანსმა უნდა გააგრძელოს ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერა და დაამტკიცოს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ცდება, რადგან იმედოვნებს, რომ გახანგრძლივებული სამამულო ომით დაარღვევს უკრაინის წინააღმდეგობას.

„ცხადია, ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია თავდაცვაში, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ სამყაროში და ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის გამოიყენოს ძალა მეზობლების წინააღმდეგ“, – ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები