აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე: რუსეთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის
რუსეთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ლიზა მონაკომ განაცხადა.
„ფაქტები ნათელია: რუსეთმა უკრაინაში ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.
ჩვენ არ შეგვიძლია – არ დავუშვებთ – ომის დამნაშავეები პასუხისმგებლობას გაექცნენ უკრაინაში მათ მიერ ჩადენილი აგრესიისა და სისასტიკისთვის“, – აღნიშნა მან აშშ-ის სენატის სასამართლო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.