შტაინმაიერმა პუტინი ჰიტლერს შეადარა

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ვარშავის გეტოს აჯანყების (1943 წელი) მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და გერმანიის პირველი სახელმწიფო მეთაური გახდა, რომელიც ამ ადგილს ეწვია.

BBC-ის ცნობით, შტაინმაიერმა პარალელები გაავლო ნაცისტური გერმანიის მიერ გაჩაღებულ ომსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამჟამინდელ ომს შორის.

„რუსეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, საზღვრები დაარღვია, მიწები მიიტაცა. ამ ომს უკრაინელი ხალხისთვის განუზომელი ტანჯვა, ძალადობა, ნგრევა და სიკვდილი მოაქვს. თქვენ – პოლონეთში, თქვენ – ისრაელში, იცით თქვენი ისტორიიდან, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაცული. მაგრამ ჩვენ, გერმანელებმაც ვისწავლეთ ჩვენი ისტორიის გაკვეთილები. აღარასოდეს – ეს ნიშნავს, რომ ევროპაში არ უნდა იყოს კრიმინალური აგრესიული ომი, როგორიც არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. აღარასოდეს – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს პოლონეთსა და ჩვენს ნატოს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები