ლოიდ ოსტინი დარწმუნებულია, რომ შვედეთი ნატოს წევრი ივლისამდე გახდება

პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი დარწმუნებულია, რომ შვედეთი ნატოს წევრი ქვეყანა ივლისამდე გახდება.

ამის შესახებ მან სტოკჰოლმში შვედეთის თავდაცვის მინისტრ პოლ იონსონთან საუბრისას განაცხადა, – იტყობინება CNN-ი.

ოსტინმა გამოთქვა რწმენა, რომ მხარეები უახლოეს მომავალში ჩიხიდან გამოვლენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთი და უნგრეთი გადაწყვეტილებას მიიღებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ივლისამდე მიიღებენ მას”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ნატოს 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები “იმავეს გრძნობენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები