გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის უახლესი სისტემა გადასცა

გერმანიამ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო მეორე სისტემა – Iris-T გადასცა. ბერლინს კიევისთვის სულ 4 ასეთი სისტემის გადაცემა აქვს დაპირებული.

ამის შესახებ Sueddeutsche Zeitung-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

​Iris-T არის გერმანული წარმოების უახლესი თაობის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გერმანული ჯარისთვის გადაცემული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები