მედვედევი ფხენიანისთვის იარაღის გადაცემით დაიმუქრა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეა უკრაინას იარაღს მიწვდის, რუსეთი მის მაგალითს მიბაძავს და იარაღს სამხრეთ კორეას გადასცემს.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
“საინტერესოა, რას იტყვის სამხრეთ კორეის მოსახლეობა, როდესაც ნახავს რუსული იარაღის თანამედროვე ნიმუშებს უახლოეს მეზობელთან – ჩვენს პარტნიორებთან ჩრდილოეთ კორეაში?“, – დაწერა მედვედევმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ სეულმა შესაძლოა, გადახედოს თავის პოზიციას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმები მოხდა.
შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე, Reuters-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა მუშაობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკრაინის დაცვა და აღდგენა, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება დაეხმარა მის ქვეყანას 1950-53 წლების კორეის ომის დროს.