ბულგარეთი უკრაინიდან სურსათის იმპორტს კრძალავს
ბულგარეთმა უკრაინიდან სურსათის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, გილიბ დონეევმა.
აღნიშნულია, რომ აკრძალვა ტრანზიტულ საქონელს არ შეეხება.
„იძულებულები ვართ, მივიღოთ ეს ეროვნული ზომა, რადგან ევროპის ორგანოები ადეკვატურ ზომებს ჯერ კიდევ განიხილავენ. იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი შეისმენს და გაიგებს ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის პოზიციას. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინასთან, მაგრამ ბულგარელი ფერმერების გაკოტრება ამას არანაირად არ უწყობს ხელს“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი 15 აპრილს პირველმა პოლონეთმა აკრძალა.
16 აპრილს ანალოგიური გადაწყვეტილება უნგრეთმა მიიღო, 17 აპრილს – სლოვაკეთმა.
18 აპრილს გახდა ცნობილი, რომ უკრაინა და პოლონეთი შეთანხმდნენ მარცვლეულის ტრანზიტის განბლოკვაზე, რომელიც 22 აპრილის ღამეს განახლდება.