ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს 2023 წლის შუა რიცხვებში გაუსწრებს
ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს 2023 წლის შუა რიცხვებში გაუსწრებს.
ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშშია ნათქვამია.
მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ინდოეთის მოსახლეობა 1,4286 მილიარდს მიაღწევს, მაშინ – როდესაც ჩინეთში ეს მაჩვენებელი -1,4257-მილიარდიან ნიშნულზე იქნება.
ვებსაიტ Worldometer-ის მიხედვით, რომელიც რეალურ დროში აქვეყნებს სტატისტიკას, დღეის მდგომარეობით, ინდოეთის მოსახლეობა 1,4187 მილიარდს შეადგენს, ჩინეთის კი – 1,4549 მილიარდი.
შეგახსენებთ, რომ, გაეროს 2022 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით, დედამიწაზე ადამიანების რაოდენობამ 8 მილიარდს მიაღწია. ცოტა მოგვიანებით, Worldometer-მაც აჩვენა, რომ მსოფლიო მოსახლეობამ მითითებულ მაჩვენებელს მიაღწია.