ოკუპანტების მიერ ვოლჩანსკის დაბომბვას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის რეგიონში ვოლჩანსკის დაბომბვას 50 წლის მამაკაცი და 44 წლის ქალი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

რუსმა ოკუპანტებმა ვოლოჩანსკი გვიან ღამით დაბომბეს. ადგილობრივ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, 60-მდე მაღაზია დაიწვა.

ასევე, გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი კერძო სახლი განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები