“ნარატივის გათეთრება”, გავრცელებულ ინფორმაციასთან დისტანცირება – როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის დღიდან კრემლი პროპაგანდას სტრატეგიის ძირითად ელემენტად იყენებს.

აღნიშნულია, რომ „ის ამუშავებს დეზინფორმაციის გავრცელების რამდენიმე არხს”.

“რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი კომპონენტია „ნარატიული გათეთრება“, რომლის დროსაც რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელებში, შემდეგ ის შუქდება უფრო პოპულარული ან სახელმწიფო მედიით. ეს ტაქტიკა ინფორმაციის წყაროს დამალვაზეა მიმართული, რომ რუსეთის სახელმწიფოს გაუადვილდეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დისტანცირება. ამის შემდეგ კრემლი ხელს უწყობს შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის ფრაგმენტების გავრცელებას და ამ დროს საკუთარ ინტერესებს ნიღბავს”, – განმარტავენ დაზვერვაში.

ბრიტანელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სახელმწიფო მოღვაწეები წარმოადგენენ შეთითხნილ ნარატივებს როგორც ორგანიზებულად, ისე – ცალკე აღებულად.

„მათი ამჟამინდელი პრიორიტეტები მოიცავს უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებას“, – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები