ოკუპანტებმა ოდესა დრონების გამოყენებით დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესა დრონების გამოყენებით დაბომბეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განმარტეს, რომ ოდესის რეგიონში Shahed-136/131 ტიპის 12 დრონიდან ათია ჩამოგდებული.
“სამხრეთის” სარდლობაში განაცხადეს, რომ დაიბომბა რეკრეაციული ინფრასტრუქტურის ობიექტი.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის.