კომპანია AstraZeneca-ში განაცხადეს, რომ COVID-19-ის სამკურნალო ანტისხეულების ახალი ვერსია შექმნეს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას დაბალი იმუნიტეტის მქონე პაციენტები ვირუსის ყველა ცნობილი შტამისგან.
ამის შესახებ კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა, ისკრა რეიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანტისხეული, სახელად AZD3152, ანეიტრალებს COVID-19-ის ყველა ცნობილ შტამს.
რეიჩის განმარტებით, AstraZeneca-მ მიიღო მარეგულირებელი ორგანოების მხარდაჭერა, რომ მკურნალობა წლის ბოლომდე გახდეს ხელმისაწვდომი.
ამ ტიპის თერაპია ყველაზე შესაფერისია დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 2%-ს შეადგენენ.