“მშრალი კანონი” – რუსეთის ბაზრიდან არაყი Absolut-ი გადის

ფრანგული ალკოჰოლური სასმელების კომპანია – Pernod Ricard-ი რუსეთში Absolut-ის არყის ექსპორტს სრულად აჩერებს.

გასულ კვირას ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Absolut-ის არაყი რუსეთის ბაზარს ისეთი მოცულობით მიეწოდება, “რომელსაც შეუძლია ადგილობრივი დასაქმებულების მხარდაჭერა და უზრუნველყოს ადგილობრივი ბიზნესის ეკონომიკური მდგრადობა”.

ამ ინფორმაციამ შვედეთში, სადაც არაყი იწარმოება, კრიტიკა გამოიწვია.

Pernod-ის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება Absolut-ის მიწოდების სრული შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ექსპორტის შეწყვეტა „სამწუხაროდ, ვერ შეუშლის ხელს Absolut-ის მოხვედრას „პარალელურ ბაზარზე“, რომელიც რუსეთში ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები