ნიუ-იორკში შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

ნიუ-იორკში პარკინგის 4-სართულიანი შენობა ჩამოინგრა.

CBS News-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანია დაღუპული.

მაშველების თქმით, ნგრევის დროს შენობაში 6 მუშა იმყოფებოდა, მათგან ერთი დაიღუპა, 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთს სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის თქმით, ამჟამად, შენობა ავარიულია.

სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ რამდენიმე ავტომობილი მთლიანად განადგურდა.

ახლოს მდებარე პეისის უნივერსიტეტში სწავლა გადაიდო, შენობიდან ხალხი ევაკუირებულია.

გარდა ამისა, ნგრევამ გავლენა მოახდინა მეტროპოლიტენის 6 ხაზის მუშაობაზე.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები