აშშ-ში რამდენიმე რუსს ქვეყანაში პროპაგანდის გავრცელებისთვის ბრალი წაუყენეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შეერთებული შტატების ოთხ და რუსეთის სამ მოქალაქეს ქვეყანაში პროპაგანდის გავრცელების, ასევე რუსეთის მთავრობისა და ФСБ-ის სახელით მუშაობისთვის ბრალი წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები ეჭვობენ, სხვა საკითხებთან ერთად რუსები იწვევდნენ, აფინანსებდნენ და მართავდნენ ამერიკულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც რუსეთის მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტები, თესავდნენ სიძულვილს და ავრცელებდნენ პრორუსულ პროპაგანდას.

ამასთან, დაზვერვის ბრალდებული თანამშრომლები მონაწილეობდნენ შეერთებულ შტატებში ადგილობრივი ოფისების კანდიდატების ფარულ დაფინანსებასა და მართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები