პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს 21 აპრილს განბლოკავს

В порту Ростов-на Дону готовятся к погрузке суда с российским зерном. Зерновая продукция будет поставляться через Черном море в Турцию в соответствии с договоренностями от 22 июля. ( Stringer - Агентство Анадолу )

პოლონეთი უკრაინული პროდუქციის ტრანზიტს 21 აპრილს განბლოკავს, თუმცა, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოლონეთის ბაზარზე შეტანის აკრძალვა ისევ ძალაში დარჩება, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ ვარშავაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა, გადავწყვიტეთ, რომ უკრაინული საქონლის ტრანზიტი პოლონეთის გავლით განიბლოკება ხუთშაბათიდან პარასკევის ჩათვლით“, – აღნიშნა სვირიდენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მარცვლეულის წინააღმდეგ ადგილობრივი ფერმერების პროტესტის შემდეგ პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი აკრძალეს. სამმა ქვეყანამ პროდუქტების იმპორტი იმ არგუმენტით აკრძალა, რომ ექსპორტის ჭარბი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფერმერებს და ადგილობრივ ბაზარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები