Reuters: ლავროვი მომავალ კვირას გუტერეშთან ერთად ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას განიხილავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მომავალ კვირას, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან ერთად უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლავროვი გაეროს უშიშროების ორ შეხვედრას უხელმძღვანელებს.
გაეროში რუსეთის ელჩის, ვასილ ნებენზიას განცხადებით, რუსეთს სურსათისა და სასუქის ექსპორტში დასახმარებლად, გაეროსთან დადებული შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით რუსეთისთვის არაფერი იცვლება, თუმცა ახლო მომავალში პროგრესის დანახვა სურთ.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მარტს ამოიწურა. აღნიშნულის შემდეგ რუსეთი შეთანხმების 60 დღით გახანგრძლივებას დათანხმდა.