ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, იმავეს მოელის ბაქოსგან

სომხეთის რესპუბლიკა სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ აზერბაიჯანი იმავეს გააკეთებს სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე გარკვევით, ორაზროვნებისა და „წყალქვეშა კენჭების“ გარეშე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობა და აიღებს ვალდებულებას, არც დღეს და არც არასდროს არ წამოუყენონ ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულზე მხარეები 2022 წლის 6 და 31 ოქტომბერს პრაღასა და სოჭში გამართულ შეხვედრებზე შეთანხმდნენ.

„მიუხედავად ამისა, ოფიციალური განცხადებები ისმის როგორც ერევნიდან, ასევე ბაქოდან, რომლის მიხედვითაც, მხარეები ადანაშაულებენ მეორე მხარეს შეთანხმებების შეუსრულებლობაში. მინდა გავიმეორო, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი იმავეს გააკეთებს სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებით“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ისმის ბრალდებები იმის შესახებ, რომ სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დროს უარს ამბობს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღიარებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები