მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინას Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა გადასცა

გასულ კვირას გერმანიამ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და მისი რაკეტების გარდა, გერმანულმა მხარემ უკრაინას Zetros-ის 16 სატვირთო მანქანა და საზღვრის პატრულირებისთვის ორი ავტომობილი მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა პირველმა გამოაცხადა Patriot-ის  სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ 2022 წლის დეკემბერში. გარდა ამისა, ნიდერლანდები უკრაინას ასევე მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემასა და მისთვის განკუთვნილ რაკეტებს.

მარტის ბოლოს, აშშ-ში უკრაინელმა სამხედროებმა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე წვრთნა მოსალოდნელზე ადრე დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები