ჰილარი კლინტონი დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენი მომდევნო არჩევნებში გაიმარჯვებს

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვერც ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ვერც რესპუბლიკური პარტიის სხვა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვერ დაამარცხებს.

ამის შესახებ მან Sky News-თან საუბარში თქვა.

„ტრამპს რესპუბლიკელების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, რაც, სავარაუდოდ, დაეხმარება მას რესპუბლიკელების კანდიდატურის მოპოვებაში. მაგრამ არ მჯერა, რომ საყოველთაო არჩევნებში ის შეძლებს პრეზიდენტ ბაიდენის დამარცხებას. მე ნამდვილად მჯერა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ხელახლა იქნება არჩეული, მიუხედავად იმისა, თუ ვის წარადგენენ რესპუბლიკელები“, – თქვა მან.

კლინტონი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 80 წლის ბაიდენი ძალიან ასაკოვანია ამ პოსტისთვის და დასძინა, რომ თავადაც 75 წლის ასაკში „შეძლებდა ამ როლის შესრულებას“.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

დონალდ ტრამპმა 2022 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ხელახლა კენჭისყრას გეგმავს.

ბაიდენი მიანიშნებდა, რომ გადარჩევის იმედი აქვს, თუმცა, ოფიციალურად განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები