“7000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება” – უკრაინის ხელისუფლება

უკრაინის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისარმა, ოლეგ კოტენკომ განაცხადა, რომ ამჟამად დაკარგულად 7 ათასზე მეტი სამხედრო ითვლება.

ამის შესახებ მან ტელემარათონიოს დროს თქვა.

“ნამდვილად არსებობს ასეთი რიცხვი, შვიდი ათასზე ცოტა მეტია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ დაკარგულებად ვთვლით, ტყვეობაში აღმოჩნდებიან”, – თქვა მან.

კოტენკოს თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, დაახლოებით 60-65% ცოცხალი და ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე, „დანარჩენები, სამწუხაროდ, გარდაცვლილები არიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები