არქიმანდრიტი ანთიმოზი “ყინულის აქციაში“ მონაწილეობისთვის შენდობას ითხოვს
არქიმანდრიტი ანთიმოზი “ყინულის აქციაში“ მონაწილეობის გამო შენდობას ითხოვს. არქიმანდრიტი სხვა სასულიერო პირებს მოუწოდებს არ მიბაძონ და არ გადაისხან წყალი.
მისი რჩევაა, რომ მათ საქველმოქმედო ფონდში თანხა გადარიცხონ. “შენდობას ვთხოვ ყველას. სასულიერო პირისთვის, არ არის რეკომენდირებული წყალის გადასხმა, მას შეუძლია აქციაში მიიღოს მონაწილეობა ფულის გადარიცხვით. უბრალოდ, თაკო თვაურისთვის გავაკეთე ეს. იმედია, სხვა სასულიერო პირები არ მომბაძავენ! არქიმანდრიტი ანთიმოზი“, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი ფეისბუქის პირად გვერდზე.