“ღვთის წინაშე გეუბნებით: პრეზიდენტს პატრიარქისთვის არასდროს არაფერი უბრძანებია” – პატრიარქი კირილი
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისთვის ბრძანებები არასდროს გაუცია.
ამის შესახებ მან მოსკოვის ნიკოლო-უგრეშკის მონასტერში წირვის შემდეგ თქვა.
„ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითს იშვერს და ამბობს, რომ პატრიარქი, როგორც ამბობენ, პრეზიდენტის ბრძანებით მოქმედებს. ღვთის წინაშე გეუბნებით: პრეზიდენტს პატრიარქისთვის ბრძანება არასდროს გაუცია, არც აძლევს. დარწმუნებული ვარ, როგორც მორწმუნე, ეკლესიური ადამიანი, ის არც გასცემს“, – თქვა რუსეთის პატრიარქმა.