კრემლისთვის უცნობია, რა სამშვიდობო ინიციატივა აქვს მაკრონს, რომელსაც ჩინეთს წარუდგენს

მოსკოვისთვის უცნობია, უკრაინაში ვითარების დარეგულირების რა ინიციატივა აქვს საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც გეგმის წარდგენას ჩინეთის ლიდერისთვის გეგმავს.

ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„იყო გარკვეული ინფორმაცია, რომ ჩინეთში ვიზიტის დროს თითქოს ფრანგულმა მხარემ რაღაც ელემენტები გააჟღერა. მაგრამ აქამდე მათ არსად გამოუჩენიათ ეს ელემენტები. ჩვენთვის უცნობია რაიმე ფრანგული გეგმის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ფრანგული მხრიდან არაფერი მიგვიღია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

Bloomberg-სთვის გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ჩინეთისთვის გეგმის შეთავაზებას აპირებს, რომელმაც უკვე ამ ზაფხულს შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები გამოიწვიოს.

მაკრონის ოფისის სპიკერმა დაადასტურა, რომ ბონი აპირებს ვანგ ისთან საუბარს, თუმცა, დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მან დასძინა, რომ საფრანგეთის მოკავშირეები პარიზის ნებისმიერი ინიციატივის შესახებ “ინფორმირებულნი არიან”.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არ იცნობენ ინფორმაციის წყაროს და მათთვის “ძნელია სიზუსტის გადამოწმება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები