რუმინეთის მმართველი პარტია მიმართავს მთავრობას, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტი შეაჩეროს

რუმინეთის მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განაცხადეს, რომ მიმართავენ ქვეყნის მთავრობას, რათა დროებით უკრაინული მარცვლეულის იმპორტი აკრძალოს.

ამის შესახებ Digi24 იტყობინება.

აღნიშნულია, რომ PSD მმართველ კოალიციას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას მოსთხოვს.

სოციალ-დემოკრატების აზრით, ასეთი ზომა აუცილებელია რუმინელი ფერმერების დასაცავად „იმ პირობებში, როდესაც ევროკომისიისგან მიღებული კომპენსაცია ვერ დაფარავს მათთვის მიყენებული ზიანის მთლიან ღირებულებას“.

სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, რომლებიც თავს უკრაინული ექსპორტისგან თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, ერთობლივი მოლაპარაკებები აწარმოონ ევროკომისიის და უკრაინული მხარის წარმომადგენლებთან.

„ამავდროულად, PSD მიიჩნევს, რომ რუმინეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, აგროსასურსათო პროდუქტების ტრანზიტის ხელშეწყობის გზით ამ ქვეყნიდან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ან შავი ზღვიდან სავაჭრო მარშრუტებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები