G7: ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარება, მაღალ ფასს გადაიხდის

G7 summit or meeting concept. Row from flags of members of G7 group of seven and list of countries, 3d illustration

“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარება, მაღალ ფასს გადაიხდის.

ამის შესახებ ნათქვამია იაპონიის ქალაქ კარუიზავაში მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში.

„ვადასტურებთ ჩვენს მოწოდებას მესამე ქვეყნების მიმართ – შეწყვიტონ რუსეთის მხარდაჭერა ომის წარმოებაში ან გადაიხადონ მაღალი ფასი. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რომ თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე ქვეყნების მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას და გავაგრძელოთ ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს“, – ნათქვამია კომუნიკეში.

მინისტრების თქმით, რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი დაპირება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში შეხვედრისას დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ G7 ქვეყნებმა უნდა დაუმტკიცონ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისი უუნარობა – განახორციელოს თავისი გეგმები უკრაინაში რესურსის ამოწურვის და ომისგან დაღლილობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები