სუდანში დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა, 2000-მდე დაჭრილია

სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აღწევს, დაახლოებით 2 ათასი მოქალაქე დაჭრილია.

უცხოური მედია წერს, რომ დაღუპულთა შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ამასთან, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 185 ადამიანია დაღუპული და 1800-ზე მეტი – დაშავებული.

Associated Press-ი წერს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს, რადგან ​ხარტუმის ცენტრალური ქუჩებიდან, სადაც ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს, ცხედრების აღება ვერ ხერხდება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაპირისპირებულ მხარეებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

კერძოდ, დიპლომატი ესაუბრა სუდანის გარდამავალი სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელს და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს, ასევე, სწრაფი რეაგირების ძალების (RRF) მეთაურ მოჰამედ ჰამდან დაგალოს (ჰამიდტი).

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ​ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე, რათა მოხდეს დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ასევე, ხარტუმში მყოფ საერთაშორისო საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა – დარწმუნდეს, რომ სუდანში მათი ყოფნა უსაფრთხოა.

„სახელმწიფო მდივანმა გამოხატა დიდი შეშფოთება მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაჭრის გამო და ხაზი გაუსვა ორი გენერლის პასუხისმგებლობას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოქალაქეების, დიპლომატიური პერსონალის და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოება და კეთილდღეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები