სახელმწიფო დეპარტამენტი: ვლადიმერ კარა-მურზა რუსეთის ხელისუფლების რეპრესიების კიდევ ერთი სამიზნეა
აშშ გმობს რუსეთის სასამართლოს მიერ ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, კარა-მურზა რუსეთის ხელისუფლების რეპრესიების ესკალაციის კამპანიის კიდევ ერთი სამიზნეა.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას გაათავისუფლონ ბ-ნი კარა-მურზა, ისევე როგორც 400-ზე მეტი სხვა პოლიტპატიმარი რუსეთში“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.