გაეროს უმაღლესმა კომისარმა რუსეთის ხელისუფლებას ვლადიმერ კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

როგორც მან აღნიშნა, მოსკოვის სასამართლოს მიერ კარა-მურზასთვის გამოტანილი პატიმრობის განაჩენი, რუსეთში კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო სივრცისთვის კიდევ ერთი დარტყმაა.

„კარა-მურზა გაასამართლეს ბრალდებებით, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია აზრის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების ლეგიტიმურ განხორციელებასთან, მათ შორის, უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის საჯარო კრიტიკის ჩათვლით.

არავის არ უნდა ჩამოერთვას ადამიანის უფლებებით სარგებლობის უფლება და მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს იგი. სანამ ის პატიმრობაშია, მას ჰუმანურობითა და ღირსების პატივისცემით უნდა მოეპყრონ“, – განაცხადა ვოლკერ თურქმა.

შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები