„პუტინს ომი სურს“ – დმიტრო კულება რუსეთთან კონფლიქტის შეწყვეტის მცდელობებს სკეპტიკურად უყურებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებს რუსეთთან კონფლიქტის შეწყვეტის მცდელობებს და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს „ომი სურს“.
„რუსეთს ომი სურს. ეს არის ყველაზე დიდი დაბრკოლება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. ასე არ იქცევი, როდესაც მშვიდობა გსურს. რასაც რუსი ოფიციალური პირები ამბობენ… დღეს რუსეთს ომი სურს. ჩვენ გვჭირდება, რომ რუსეთი დაეთანხმოს ძალიან მარტივ ფაქტს: მან უნდა შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ძალები. ეს სივრცეს მისცემს დიპლომატიას“, – აღნიშნა კულებამ.