რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, მიკოლა ლუკაშუკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 42 წლის მამაკაცი, რომელიც ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, რუსული იერიშის შედეგად ნიკოპოლში ორსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება და კერძო საწარმო.