ბექა ოდიშარია: 0%-იანი მხარდამჭერების მქონე პარტიების დღის წესრიგს რატომ უნდა დაუქვემდებაროთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომელსაც ჰქვია სასამართლო ხელისუფლება

არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც ჰქვია სასამართლო სისტემა და რომელშიც საქართველოს ხელისუფლება არ ერევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც ჰქვია სასამართლო სისტემა და რომელშიც საქართველოს ხელისუფლება არ ერევა. 0%-იანი მხარდამჭერების მქონე პარტიების დღის წესრიგს რატომ უნდა დაუქვემდებაროთ ან ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი, ან კიდევ, მით უმეტეს, რატომ უნდა დავუქვემდებაროთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომელსაც ჰქვია სასამართლო ხელისუფლება“, – განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აღნიშნულის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართეს, რომელზეც მოსამართლეების საქმის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო.

მოგვიანებით მათ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალეს, რის მიზეზადაც ორი ოპოზიციონერი დეპუტატი – ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძე დაასახელეს, რომლებმაც დაუგეგმავად დატოვეს საქართველო. ოპოზიციის განცხადებით, მათ არ ჰყოფნიდათ ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები