ოლაფ შოლცის მეუღლე ბრანდენბურგის განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მეუღლე – ბრიტა ერნსტი ბრანდენბურგის განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ Spiegel-ი ბრანდენბურგის კანცელარიაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ ბრიტა ერნსტმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით ბრანდენბურგის პრემიერმინისტრ დიტმარ ვოიდკეს მიმართა.
62 წლის ერნსტი პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.
Spiegel-ი წერს, რომ ბოლო დროს ერნსტის მიერ გატარებული პოლიტიკა მშობლების და მასწავლებლების კრიტიკის საგანი გახდა. სავარაუდოა, რომ გადადგომა სწორედ მათ მოთხოვნას უკავშირდებოდეს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ერნსტს მმართველი პარტიის წარმომადგენელი, შტეფენ ფრაიბერგი იქნება, რომელიც განათლების სამინისტროში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.