ჰოლანდიაში მყოფმა უკრაინელმა ლტოლვილებმა საცხოვრებელი პირობები აქციაზე გააპროტესტეს

ჰოლანდიის სოფელ ჰარსკამპში ლტოლვილთა ბანაკში მყოფმა უკრაინელებმა საცხოვრებელი პირობები აქციაზე გააპროტესტეს.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

აღნიშნულია, რომ უკრაინელები უჩივიან განათლების ხარისხს, სამედიცინო დახმარების ნაკლებობას და სამხედრო წვრთნებიდან სროლის ხმებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.

“როგორც ჯარში, ისე ვცხოვრობთ. არანაირი პირადი ცხოვრება არ გვაქვს. საშინელი საჭმელი, ცუდი განათლება, სამედიცინო დახმარება კი ნულზეა. გვსურს ნორმალური ცხოვრება. მცირე ხნით შესაძლოა, კარგი თავშესაფარი იყოს, მაგრამ აქ უკვე ერთ წელზე მეტია, ვიმყოფებით და ძალიან რთულია”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ დევნილთა განსახლების პრობლემა არსებობს.

ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ზოგიერთი ლტოლვილი სამხედრო ყაზარმებში წელიწადზე მეტია, ცხოვრობს, მათი ნაწილი კი საცხოვრებლად არ ვარგა.

ომის დაწყებიდან ნიდერლანდებმა 91 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები