“ქრონიკა”: კეზერაშვილი თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე სასაუბროდ ადეიშვილის ყოფილ მოადგილე ბურჯალიანს შეხვდა

დავით კეზერაშვილი ლონდონში ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს, თინა ბურჯალიანს შეხვდა.

შეხვედრის ექსკლუზიურ ფოტომასალას “იმედი” აქვეყნებს.

მედიის ინფორმაციით, კეზერაშვილი ბურჯალიანს ქოლცენტრების თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.

“შეხვედრა ლონდონში, აზიურ რესტორან „ნოვიკოვში“ (Novikov) შედგა.

ფოტო სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც BBC თაღლითური სქემის შესახებ თავის ფილმს ამზადებდა.

სავარაუდოდ, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, სწორედ ბურჯალიანი აგვარებდა თაღლითური სქემის იურიდიულ ნიუანსებს”, – წერს მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები