სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის 14:00 საათზე აღევლინება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული, სასულიერო პირებმა საკურთხევლიდან გამოაბრძანებს და ტაძარში სამჯერ შემოატარეს. რის შემდეგაც შუაგულში სადგამზე დააბრძანეს.

ამ წუთებში ტაძარში სრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას შეასრულებენ და მას ეამბორებიან.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს სიმბოლურად წითლად ღებავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები