“მოლდოვას არმიის მოდერნიზებისთვის 250 მილიონი ევრო სჭირდება” – ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო

მოლდოვას არმიის მოდერნიზებისთვის 250 მილიონი ევრო (275 მილიონი დოლარი) სჭირდება, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის სახელმწიფო მდივანმა, ვალერიუ მიამ კიშინიოვში უსაფრთხოების ფორუმზე.

მისი თქმით, თავდაცვის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ცვლილება უკავშირდება უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

“მარადიული მშვიდობის ოცნებებით რომანტიზმის პერიოდი დასრულდა და სხვა მიდგომაა საჭირო“, – თქვა მან.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ მოლდოვა, 2020 წელს მაია სანდუს გაპრეზიდენტების შემდეგ, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ევროპასთან დაახლოება გამოაცხადა, ევროკავშირისგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იღებს.

ვალერიუ მიას თქმით, წელს ქვეყანამ ევროპის მშვიდობის ფონდიდან 87 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, ასევე, იგეგმება ბიუჯეტის 80 მილიონი ევროთი გაზრდა.

”არის სხვა რიცხვებიც, რომელთა საჯაროდ გამჟღავნება შეუძლებელია, მათ შორის, სავაჭრო საიდუმლოების გამო. მაგალითად, ბოლო დრომდე საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა არ იყო პრიორიტეტში, მაგრამ გასული წლის მოვლენებმა მიდგომის შეცვლისკენ გვიბიძგა”, – განმარტა მაღალჩინოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები