ესპანეთი უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 6 ტანკს მიაწვდის

ესპანეთი, უახლოეს დღეებში, უკრაინაში ექვსი Leopard 2A4-ის ტიპის ტანკების გაგზავნას გეგმავს, მიწოდება კი, აპრილის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში ტანკების მიწოდება საზღვაო გზით განხორციელდება.

„არის ასევე 4 „ლეოპარდი“, რომელიც უკვე შეკეთების პროცესშია, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს მათი მიწოდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გარდა ტანკებისა, ესპანეთი კიევს კიდევ 20 ჯავშანტრანსპორტიორს მიაწვდის.

ცნობისთვის, 25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები