ჯო ბაიდენი ვიზიტით ჩრდილოეთ ირლანდიაში იმყოფება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში დიდი პარასკევის შეთანხმების 25 წლისთავზე ჩავიდა, რომელმაც რეგიონში სისხლიანი კონფლიქტი დაასრულა.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

ბელფასტის აეროპორტში ბაიდენს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი დახვდა.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბაიდენი ორმხრივ შეხვედრას სუნაკთან გამართავს, ოლსტერის უნივერსიტეტში გამოსვლამდე კი ის ჩრდილოეთ ირლანდიის ხუთი ძირითადი პარტიის ლიდერებს გაესაუბრება.

ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერი ირლანდიაში ჩავა, სადაც ეწვევა კარლინგფორდის ციხესიმაგრეს.

დუბლინში ბაიდენი შეხვდება ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს, პრემიერმინისტრ ლეო ვარადკარს და სიტყვით მიმართავს ირლანდიის პარლამენტს.

პრეზიდენტის მოგზაურობა პარასკევს მაიოს საგრაფოში ვიზიტით დასრულდება, სადაც ის შორეულ ნათესავებს შეხვდება.

ჩრდილოეთ ირლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი სპეკულაციის საგანია. ბოლო პრეზიდენტი, რომელიც ბელფასტს ეწვია, იყო ბარაკ ობამა – 2013 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები