“უკრაინამ ელექტროენერგიის მიწოდება ორ ქვეყანაში განაახლა” – ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო

უკრაინა ელექტროენერგიას მოლდოვას და პოლონეთს აწვდის, ენერგოსისტემა წარმოების სიმძლავრის ჭარბი რაოდენობით მუშაობს.

ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, ენერგოსისტემა მოსახლეობის საჭიროებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად უზრუნველყოფს.

„მცირე მოცულობის ელექტროენერგია მიეწოდება მოლდოვასა და პოლონეთს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მოლდოვაში ელექტროენერგიის ექსპორტი 11 აპრილს დაიწყო.

Ukrenergo-მ ასევე გამოაცხადა სლოვაკეთში ექსპორტის გეგმების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები