სი ძინპინი ამბობს, რომ აუცილებელია ჩინელი სამხედროების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამხედროებს განუცხადა, რომ საჭიროა საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება.
ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იტყობინება.
ჩინეთის ლიდერი ქვეყნის სამხრეთ პროვინცია გუანდუნში იმყოფება, სადაც, შემოწმების მიზნით, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სამხრეთ ზონის საბრძოლო სარდლობის საზღვაო ძალებს ეწვია.
„აუცილებელია მომზადების დონისა და რეალური საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესება“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მან დასძინა, რომ უნდა გაძლიერდეს ჯარების მეთაურობა და კონტროლი, უზრუნველყოფილი იყოს ჯარების უსაფრთხოება და სტაბილურობა.