ანექსირებულ ყირიმში 9 მაისის აღლუმი არ ჩატარდება

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში წელს 9 მაისის აღლუმი არ გაიმართება.

ამის შესახებ ნახევარკუნძულის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.

მისი განმარტებით, გაუქმება უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება.

ეს არის უკვე მესამე რეგიონი, სადაც 9 მაისის აღლუმი არ გაიმართება.

მანამდე, შესაბამისი გადაწყვეტილება კურსკის და ბელგოროდის რეგიონებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები